გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცის სამუშაოები მიმდინარეობს

11-04-2022

საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს.


პროექტის ფარგლებში შეიცვალა მეორე სართულის ფანჯრები, მიმდინარეობს ჭერის მოწყობა და ლესვითი სამუშაოებისათვის კედლების მომზადება.


პროექტს შპს „მშნებელი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 326 001 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


კასპის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღის შენობას დღემდე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. ახალის მშენებლობების პარალელურად, ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ მოქმედი ბაღების სარემონტო სამუშაოებს. 2021 და 2022 წლებში 4 ახალი საბავშვო ბაღი ავაშენეთ, ამჟამად კი 2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930