გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

12-04-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და პირველ მოადგილე თამაზ ტატანაშვილთან ერთად, ქალაქში ჯავახიშვილის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.


ასფალტის დაგებამდე ქუჩაზე, რომლის სიგრძე 558 გრძივიმეტრია, მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტები და გადასასვლელები.


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 367 632ლარით დაფინანსდა.
ქუჩის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „შარა“ ახორციელებს.


"მალე ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები კეთილმოწყობილი ქუჩით შეძლებენ გადაადგილებას" - აცხადებენ მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031