გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუმაშევისა და უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ

22-06-2018

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, 23 ივნისს სამგორისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, სამგორის რაიონში 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, აქ 11 საათიდან 12 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930