გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერის მოადგილეები ონელ ახალგაზრდა სპორტსმენს - მირიან მაისურაძეს შეხვდნენ

26-04-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ონელ ახალგაზრდა სპორტსმენს - მირიან მაისურაძეს შეხვდა.


შეგახსენებთ, რომ მირიანმა მიმდინარე წლის მარტის თვეში, ქ.ბუდაპეშტში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!


გიორგი ნოდარიშვილმა მირიანს მესამე საპრიზო ადგილის დაკავება მიულოცა და სპორტულ კარიერაში წარმატებები უსურვა.


ონის მუნიციპალიტეტის მერის - სერგი ხიდეშელის გადაწყვეტილებით, ყველა წარმატებულ ონელ სპორტსმენს მიღწეული წარმატებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის, გადაეცემა ფულადი ჯილდო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031