გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ესტონეთ-საქართველოს გუნდმა კიბერწვრთნაში „Locked Shields 2022“ მესამე ადგილი მოიპოვა

26-04-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის CCDCOE-ს მიერ ორგანიზებული კიბერწვრთნა „Locked Shields 2022“ წარმატებით დაასრულეს.


ესტონეთ-საქართველოს გუნდმა კიბერწვრთნაში მესამე ადგილი მოიპოვა. 24 გუნდიდან პირველი ადგილი ფინეთმა, ხოლო მეორე - ლიეტუვა-პოლონეთის ერთობლივმა გუნდმა დაიკავეს.


„Locked Shields“ ყოველწლიური, რეალურ დროში ჩატარებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლებაა, რომელიც CCDCOE-ს ორგანიზებით ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას.


საქართველო, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სახით აღნიშნულ სწავლებაში 2015 წლიდან მონაწილეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31