27-04-2022
საქართველოში ვიზიტით ნატოს სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მუსტაფა ოღუზი იმყოფება. დღეს ნატოელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.
თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზს მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო სარდლობის (LANDCOM) მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე აღნიშნული თანამშრომლობისა და პარტნიორობის გასაძლიერებლად გენერალ-მაიორ მუსტაფა ოღუზის პირადი ჩართულობა ხაზგასმით აღინიშნა.
გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა ნატოს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ნატო-საქართველოს სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების კუთხით.
თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და უწყვეტი მხარდაჭერით შეიქმნა და განვითარდა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), რომელიც წარმატებით მასპინძლობს ნატოს სტანდარტის სწავლებებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||