გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს იმერეთს ეწვევა

30-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს იმერეთს ეწვევა.


მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს, ასევე ეწვევა სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილ საწარმოებს და გაეცნობა იმ სამუშაოებს, რომლებიც მის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების" ფარგლებში მიმდინარეობს.


მთავრობის მეთაური 13:00 საათზე, "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში ქუთაისში ფალიაშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031