გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში თავისუფლების მოედნის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა

30-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში თავისუფლების მოედნის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა, რომელიც პროექტის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარეობს.


მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ ხონში თავისუფლების მოედანზე მდებარე 5 მრავალსართულიანი სახლის ფასადებს რეაბილიტაცია უტარდება, ჭანტურიას ქუჩასა და მოსე ხონელის ქუჩაზე კი 9 შენობისა და 1 პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და საერთო ღირებულება 5,360,517 ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031