გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქუთაისის საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ

26-06-2018

ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ცენტრის თანამშრომლებს შშმ ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის ბიჭი ცენტრიდან სახლში სახეზე დაზიანებებით დაბრუნდა. მშობლები ეჭვობენ, რომ დღის ცენტრის აღსაზრდელს პედაგოგმა სცემა.


"ბავშვს აქვს სილურჯეები ცხვირსა და თვალზე. არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და არ შეუძლია მოყვეს, თუ რა მოხდა, სცემეს", – განუცხადე "პირველს" ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა.


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი დღეს პოლიციას და სახალხო დამცველს მიმართავს.



pia.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930