გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის თანამშრომელები გადამზადდნენ

25-05-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებზე ჩაატარა.


ტრენინგები „საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზების (მეორე ფაზა)“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.
ტრენინგები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა კომუნიკაციის შესახებ ზოგადი ცოდნის მიწოდება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების გაძლიერება, კომუნიკაციის არსი და მისი ეტაპები.


ტრენინგების ფარგლებში მიღებული ცოდნა ექსტენციის თანამშრომლებს ფერმერებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამაყარებასა და მათთვის საჭირო ინფორმაციის სწორად მიწოდებაში დაეხმარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930