გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბალტიისპირეთიდან ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

30-05-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლიეტუვადან  და ესტონეთიდან ტურისტული კომპანიებისა და და ავიაკომპანიის  "Air Baltic" წარმომადგენლებს მასპინძლობს.


ინფო-ტურის ფარგლებში,  თბილისში ბალტიისპირელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.  B2B ფორმატის შეხვედრისას თანამშრომლობის და ერთობლივი ტურების ორგანიზების საკითხები განიხილეს.


თბილისის დათვალიერების შემდეგ  ტურ-ოპერატორთა 11 კაციანი ჯგუფი დასავლეთ საქართველოში  გაემგზავრება. ბალტიისპირელი ტურ-ოპერატორები გაეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს, ასევე ქართულ სამზარეულოს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031