გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: „ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია“ აუცილებლად გაფართოვდება

27-06-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამართალდამცველი სტრუქტურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და შედეგად, „ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია“ გაფართოვდება.
მისივე თქმით, სიაში იქნებიან არა მხოლოდ უშუალოდ დანაშაულის ჩამდენები, არამედ პირები, ვინც დანაშაული დაფარეს.
ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გავაკეთეთ სია. მასში არის 33 ადამიანი. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ოცდაცამეტიცე ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ესაა სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. სამარალდამცავი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე. არა მარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ის ადამინები, რომელთაც მათ ხელი დააფარეს, ისინიც მოხვდებიან ამ სიაში.
ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით“- განაცხადა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31