გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში ქართულ სახლს ეწვია

31-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში ქართულ სახლს ეწვია. მთავრობის მეთაურს, დელეგაციის წევრებთან ერთად, იღუმენია ევგენიამ უმასპინძლა.


იერუსალიმში მდებარე, წმინდა ილია და ენუქის სახელობის ქართულ სახლში ქართველი მონაზვნები ცხოვრობენ და საქმიანობენ. იღუმენია ევგენიამ პრემიერ-მინისტრს ქართული სახლი და მასში განთავსებული სამლოცველო დაათვალიერებინა.


იღუმენია ევგენიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმად გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო. შედეგად, იერუსალიმში არსებულმა ქართულმა სახლმა, ქალაქ ლოდში მოქმედმა წმინდა გიორგის სახელობის ქართულმა სახლმა და ბეთლემში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ქართულმა სახლმა წლების განმავლობაში დაგროვებული დავალიანების გადახდა შეძლეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031