გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სწავლება ჩაატარა

1-06-2022

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სურსათის კვლევის სპეციალისტებისთვის სწავლება ჩაატარა.


სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის BIOR ლაბორატორიის უფროსი, ვადიმ ბარტკევიჩმა, ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიის სპეციალისტებს სურსათის კვლევის თანამედროვე მეთოდები გააცნო.


სწავლების ძირითადი მიმართულება თაფლში ამინოგლიკოზიდების განსაზღვრა იყო. აღნიშნული კვლევის მეთოდი უკვე დამუშავებულია და შესულია აკრედიტაციის ნუსხაში.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს BIOR-ის ლაბორატორიასთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930