გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე პატრიარქს დაბადებიდან 85-ე წლისთავს ულოცავს

4-01-2018

თბილისის მერი კახა კალაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
კალაძის განცხადებით, უწმინდესის ღვაწლი შეუფასებელია.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ 85 წლის იუბილეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. შეუფასებელია მისი 40-წლიანი ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებასა და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებაში. ვუსურვებ დიდხანს, ძველებური შემართებით, სიბრძნით და მოყვასისადმი სიყვარულით ეზრუნოს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის“-ნათქვამია კალაძის მისალოც განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728