6-06-2022
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 359,238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით +228.5%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 49.7% პროცენტია.
მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264,327 შეადგინა, რაც +173.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 62.3%-ით არის აღდგენილი.
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,180,034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით +257.8%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39.5% შეადგინა.
2022 წლის 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 906,670 შეადგინა, რაც +213.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 54.8%-ით არის აღდგენილი.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||