გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადამ კინზინგერი: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია

9-06-2022

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, - ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ წერს.


ზალკალიანმა და კინზინგერმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრეს.


„მქონდა შეხვედრა საქართველოს ახალ ელჩთან ამერიკაში, დავით ზალკალიანთან. ბევრია განსახილველი, თუმცა განსაკუთრებით განვიხილეთ რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, - წერს კინზინგერი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031