გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

9-06-2022

საქართველოს მელიორაცია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის დაზიანებული მილსადენის აღდგენით სამუშაოებს ატარებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხისში, უხვი ნალექის გამო განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის წყალგამტარის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსწყდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, თენგიზ ნასარიძესთან ერთად სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.


აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საექსპლუატაციო გზა, განხორციელდა ავარიული მილსადენის დემონტაჟი, ქვაბულში გაკეთდა სადრენაჟე არხი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვაბულის გრუნტით შევსებისა და არსებული მილსადენის კოროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავების სამუშაოები.


აღდგენითი სამუშაოები გეოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით ხორციელდება.


დაზიანების მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამუშაოები, სავარაუდოდ, 25 ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც სისტემაში გაეშვება სარწყავი წყალი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930