გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცნობილია, თუ რა ერქმევა გაერთიანებულ სამინისტროებს

28-06-2018

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებები უკვე ცნობილია.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, სახელწოდებებთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვები კვლავ გაიმართება და შეიძლება მათი მეტად დახვეწა მოხდეს.

„სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება და სახელწოდება იუსტიციის სამინისროსი დარჩება უცვლელი.
რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს, ის ერთიანდება ჯანდაცვის სამინისტროსთან და სახელწოდება იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. განათლება ერთიანდება სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან და სახელწოდება იქნება შესაბამისი - განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო.
თუმცა საახელწოდებებთან დაკავშირებით პარლამენტში გვექნება განხილვები და შეიძლება კიდევ უფრო მოხდეს დახვეწა და ჩამოყალიბება ამ სახელწოდებების“- განაცხადა მიქელაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930