გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: თავის მართლების ამგვარი უსუსური მცდელობით, МГИМО-ელი ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება

16-06-2022

„სხვათა შორის, რუსულ თეატრალურ დასებს, სახელოვნებო ჯგუფებს და სპორტსმენებს მასობრივად აეკრძალათ დასავლეთში გასტროლები/ასპარეზი. ამ განცხადებით რისი თქმა უნდა "პროდასავლელ" ელენე ხოშტარიას, ამ ეტაპზე უნდა მიეცეს რუსულ ხელოვნებას საერთაშორისო ლეგიტიმაცია?“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე ელენე ხოშტარიას ფეისბუქ სტატუსს, რითაც მის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

 

„თავის მართლების ამგვარი უსუსური მცდელობით, МГИМО-ელი ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს არის ФСБ-ს აპრობირებული მეთოდი - კულტურის ანდა ბიზნეს-სფეროდან აგენტურის დაფინანსება.

 

როგორ გგონიათ, აწ გარდაცვლილი სცენოგრაფისა და თეატრალური მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის სპექტაკლები ახლაც ამდენ ჰონორარებს გამოიმუშავებენ, რომ ხოშტარიებისთვისაც მილიონები ჩარიცხონ, ბათუმში ბინა აყიდინონ? სხვათა შორის, რუსულ თეატრალურ დასებს, სახელოვნებო ჯგუფებს და სპორტსმენებს მასობრივად აეკრძალათ დასავლეთში გასტროლები/ასპარეზი. ამ განცხადებით რისი თქმა უნდა "პროდასავლელ" ელენე ხოშტარიას, ამ ეტაპზე უნდა მიეცეს რუსულ ხელოვნებას საერთაშორისო ლეგიტიმაცია?“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930