გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზიის მოსწავლეები ვაზიანში იმყოფებოდნენ

17-06-2022

ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადასა და მე-4 ქვეით ბრიგადაში რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო სიმულაციური ოთახი აღმოჩნდა, სადაც მათ სროლები განახორციელეს.


მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ მოსწავლეებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა. 


ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031