გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ მსოფლიოს მხრიდან იგივე რეაქცია არ მოჰყოლია იმ მოვლენებს, რომელსაც საქართველოში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი

18-06-2022

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაიღვარა ძალიან ბევრი სისხლი, თავი დავანებოთ ისტორიულ წარსულს, ბოლო 30 წელიც საკმარისია, 2008 წელი შეგვიძლია გავიხსენოთ, არ ვიცი, ამ თარიღის სიშორის თუ რის გამო, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, რომ გეოპოლიტიკურ ჭრილში, დღევანდელი საფრთხეებიდან გამომდინარე, ერთ თანრიგში ჩაეყენებინათ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ მსოფლიოს მხრიდან იგივე რეაქცია არ მოჰყოლია იმ მოვლენებს, რომელსაც საქართველოში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.

 

„ეს იყო ბრძოლა და ომი რუსეთის ფედერაციასთან, არ ვიცი მასშტაბის თუ იმ დროს არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის თუ რის გამო, მსოფლიოს მხრიდან იგივე რეაქცია, რაც დღეს უკრაინაში არსებული ომის პირობებში არსებობს, ამას სამწუხაროდ არ მოყოლია. ეს ჩემი სიტყვები არ არის, რომ დასავლეთის სწორედ ასეთმა პასიურმა პოლიტიკამ გამოიწვია შემდგომ უკვე ის, რაც მოხდა“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930