გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შატო მუხრანში მერანოს ღვინის ფესტივალი გაიმართება

18-06-2022

საქართველოში, შატო მუხრანში, პირველად გაიმართება მერანოს ღვინის ფესტივალი - მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი, უნიკალური ფესტივალი არა მარტო ღვინის, არამედ გასტრონომიული პროდუქტების წარმოების სფეროშიც.


საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც მერანოს ღვინის ფესტივალს იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლებს.


ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი ღვინო და გასტრონომიული პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია.


ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები: ასოციაცია "ქართული ღვინო", ღვინის ეროვნული სააგენტო, მერანოს ღვინის ფესტივალი და ვაინჰანტერი. ღონისძიების პარტნიორია შატო მუხრანი.


ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031