გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიასკოლაში მაკა ანთიძემ ჟურნალისტებს როიტერში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება გაუზიარა

20-06-2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მონაწილეებმა მედიასკოლაში მაკა ანთიძესთან ერთად იმუშავეს. მაკა ანთიძე 30 წელია ჟურნალისტია. ბოლო 25 წელი Reuters-ის კავკასიის ბიუროში მუშაობდა, როგორც ხელმძღვანელის, ასევე უფროსი კორესპონდენტის თანამდებობაზე, უფრო ადრე ის AssociatedPress -ის კორესპონდენტი იყო.


როგორ იქმნება სტატია და როგორ უნდა გადმოვცეთ ამბავი, როგორ უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა და რა უნდა ახსოვდეს მას საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას - ამ თემებზე ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია მიღეს. მაკა ანთიძემ ტრენინგის მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული მაგალითებით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ჟურნალისტებმა რეპორტინგის, საგანგებო სიტუაციების, ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქებისთვის საჭირო ცოდნას მიიღეს და ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკები შეისწავლეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031