21-06-2022
,,მთავარი საკითხი, რომელზეც ყველანი შეთანხმებულები ვართ, ეს არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. არა მხოლოდ ეს ადამიანები, არამედ ამ ქვეყანაში 3 მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი ეთანხმება იმ ლოზუნგს, რომელიც გუშინ გაახმოვანეს,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამ მილიონზე მეტი ადამიანი ეთანხმება ლოზუნგს - ,,შინ, ევროპისკენ,’’ თუმცა, ამ ადამიანების დიდი ნაწილი არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის გეგმებს.
,,ეს ორად უნდა გავყოთ. ერთი მხრივ, მათ თავისი მიზნები ჰქონდათ, რა თქმა უნდა, და მეორე მხრივ, მათ გაახმოვანეს სწორი მესიჯი - „შინ, ევროპისკენ“. ამ მესიჯის ქვეშ, ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, მაგრამ, მეორე მხრივ, მიშა სააკაშვილის გეგმებს დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებიდან 10% არ უჭერდა მხარს და ეს უნდა გავმიჯნოთ,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||