21-06-2022
“ნატო-ს დებულება მკაფიოდ ამბობს, რომ მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული დავები/პრობლემები. პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ღირსეული განცხადება - საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას!”- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მიერ დოჰაში გაკეთებული განცხადების შესახებ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციებს.
“უტრირებულია და მიზანმიმართულად დამახინჯებულია პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების ინტერპრეტაცია ნატო-ში გაწევრიანებაზე თითქოსდა უარის თქმის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება.
სწორედაც რომ 15 წელიწადია გვესმის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან, წევრები ქვეყნების ლიდერებისგან ის, რაც დღეს თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა დოჰაში (კატარი). ნატო-ს დებულება მკაფიოდ ამბობს, რომ მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული დავები/პრობლემები.
პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ღირსეული განცხადება - საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას! მეტიც, საქართველო არასოდეს განიხილავს ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსის მოსაზრებას (ამას ალიანსის მაღალჩინოსნები არ იზიარებენ), რომ თითქოს გაწევრიანების შემთხვევაში, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი [ყველა ერთისათვის] დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვიდრე რუსეთთან კონფლიქტი მშვიდობიანად არ მოგვარდება. არ შეიძლება შერჩევითი, ანგაჟირებული ანალიზი ერთსა და იმავე განცხადებაზე! ვიმეორებ - ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც დიდი ხანია გვეუბნებიან ნატოელი პარტნიორები. თუ მავანს არ მოწონს არსებული მთავრობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლოგიკა და აღქმის უნარი დაიბლაგვოს”- წერს აბაშიძე Facebook-ზე.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||