22-06-2022
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის პირველი რეგიონში, მსოფლიოში 45 -ე ადგილზე. უკრაინა არის 122-ე ადგილზე და მოლდოვა 105-ე ადგილზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„რაც შეეხება კორუფციის რისკებს და ამ ინდექსის მიხედვით შედარება საქართველოს მოლოდვასთან და უკრაინასთან: საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა არის 104- ე ადგილზე. ბიზნესის კორუფციული რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 29-ე ადგილზე, უკრაინა 104-ე და მოლდოვა 115-ე ადგილზე.
კორუფციის გლობალური ინდექსი, ეს არის საერთაშორისო გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო არის 41-ე ადგილზე, უკრაინა არის 123-ე ადგილზე და მოლდოვა 114-ე ადგილზე. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის პირველი რეგიონში, მსოფლიოში 45 -ე ადგილზე. უკრაინა არის 122-ე ადგილზე და მოლდოვა 105-ე ადგილზე",-განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების რეიტინგზეც, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-14 ადგილზეა მსოფლიოში.
ახლა რაც შეეხება უსაფრთხოების რეიტინგს, აქაც საქართველო მე-14 ადგილზეა მსოფლიოში, უკრაინა არის 81-ე ადგილზე, მეგობრებო, ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ევროპელებო და მოლოდვა არის 84-ე ადგილზე.
აი ეს არის კონკრეტული, ჩვენი მუშაობის, ჩვენი ათწლიანი მუშაობის შედეგი, გამოხატული კონკრეტული რეიტინგების მიხედვით, რომელიც შეადგინა მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო გამჭვირვალობამ და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი თქვენ ყველაფერი მოისმინეთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||