გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: უამრავი ფეიკი გავრცელდა მატერიალურ ბენეფიტებთან დაკავშირებით

24-06-2022

არაფერ შუაში არ არის კანდიდატის სტატუსი ფინანსებთან ,,არაფერ შუაში არ არის კანდიდატის სტატუსი ფინანსებთან,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა ფინანსური ბენეფიტი დაკარგა საქართველომ კანდიდატის სტატუსის არ მიღებასთან დაკავშირებით.

 

მისი განმარტებით. ფინანსები პირდაპირ კავშირში არ არის კანდიდატის სტატუსთან.

 

,,მთელი ბოლო დღეების განმავლობაში, უამრავი ფეიკი გავრცელდა მატერიალურ ბენეფიტებზე ამ გადაწყვეტილების ჭრილში, რაც არის სრული ფეიკი იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის დამოკიდებული ფინანსებზე და ფინანსები არ არის დამოკიდებული ამ გადაწყვეტილებაზე. არაფერ შუაში არ არის კანდიდატის სტატუსი ფინანსებთან,’’ - განაცხადა მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031