გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა  

2-07-2018


ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა.


რეისი დორტმუნდის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.


არსებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი პროგრამული ხარვეზი გახდა.


საქართველოს აეროპორტის გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, თვითმფრინავი უკვე მწყობრშია და ფრენა 12 საათზე განხორციელდება.

„საჰაერო ხომალდის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მობრუნებულიყო სადგომზე, ვინაიდან საინფორმაციო მონიტორებმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც მან შეწყვიტა აფრენა. რეალურად არ აფრენილა საჰაერო ხომალდი და მოხდა მკვეთრი დამუხრუჭება, რის გამოც დაფიქსირდა კვამლი უკანა საჰაერო ხომალდის  ნაწილში.  მას შემდეგ, რაც მოტრიალდა თვითმფრინავი ჩვენ მგზავრები გადმოვიყვანეთ საჰაერო ხომალდიდან, შემოწმდა. საჰაერო ხომალდი არის მწყობრში, რეისი დაგეგმილია 12 საათზე“ - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930