გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა

4-07-2022

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევის შედეგებით, აღებული 12 ნიმუშიდან, ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება. 


დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა. ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის განთავსების  აღკვეთა/ამოღება/განადგურება.


სააგენტო განაგრძობს ბაზარზე განთავსებული საზამთროს ნიმუშების აღებასა და კვლევას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31