გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა

6-07-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის  მასშტაბით  ამოწმებენ. ლაბორატორიული  კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების  ნიმუშებსაც.


მიმდინარე წელს, აღებულია  აგროქიმიკატების და  პესტიციდების 190-მდე ნიმუში.  წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება.


ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა - ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.


უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031