გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ცხინვალში გატაცებული მოზარდი ქართულ მხარეს გადმოსცეს

2-07-2018

ცხინვალში გატაცებული მოზარდი ქართულ მხარეს გადმოსცეს. მანამდე ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჭვრინისის თემში, მარიამ გულისაშვილი აცხადებდა, რომ ჭვრინისელ მოზარდს დღეს გაათავისუფლებდნენ.


ტატო ხარაზიშვილი 30 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის საქონელს აძოვებდა და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. დაკავებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

მის გასათავისუფლებლად ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც.



imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930