გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა

9-07-2022

ტყიბულში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამჯერად ახალი სკვერი და სპორტული მოედანი ბრეგვაძის ქუჩაზე მოეწყო, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ბავშვებთან ერთად გახსნა.


აღნიშნული ტერიტორია წლების მანძილზე უფუნქციოდ იყო დარჩენილი, ახლა კი, ერთ კომპლექსშია მოქცეული დასასვენებელი, ბავშვთა გასართობი და სპორტული სივრცეები.


პროექტის ფარგლებში, გაკეთდა თანამედროვე ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი, ახალი რეკრეაციული ზონა შემოისაზღვრა დამცავი მოაჯირებით, სადაც განთავსდა საბავშვო ატრაქციონი, სპორტული ტრენაჟორები, საბაღე სკამები და ურნები. სკვერში, ასევე მოეწყო გარეგანათების სისტემა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.


ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031