გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ჩვენ დავიცავთ ზაზა სარალიძის უსაფრთხოებას

3-07-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მისი უწყება პროტესტის განმავლობაში ზაზა სარალიძის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
მისივე თქმით, შსს-ს ზაზა სარალიძესთან მუდმივი კონტაქტი აქვს და მიმდინარე გამოძიებაზე ინფორმაციას აწვდის.
ამის შესახებ მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ბატონ ზაზა სარალიძეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გამოხატავს პროტესტს მშვიდობიანი ფორმით, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ის საკუთარი ინიციატივით იმყოფება შსს-ს ეზოში, მას შემდეგ, რაც გუშინ, მისივე სურვილით, შეხვედრა მოხდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთა და მან აღარ დატოვა შსს-ს შენობა. ჩვენი მხრიდან შექმნილია ყველა პირობა, რომ ბატონმა ზაზა სარალიძემ პროტესტი გამოხატოს სამინისტროს ეზოში მშვიდობიანი ფორმით. ჩვენ დავიცავთ მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს სარალიძესთან, თუმცა მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა. ჩვენ მუდმივად ვაწვდით მიმდინარე გამოძიებაზე ინფორმაციას“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930