გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერმა სოფელ იგოეთში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

21-07-2022

სოფელ იგოეთში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.

 

გზის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს.

 

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 107 756 ლარია.

 

,,მიმდინარე წელს სოფელ იგოეთში ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით. საბავშვო ბაღთან მდებარეობს სასოფლო ამბულატორიის შენობაც. შესაბამისად, გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე სააღმზრდელო დაწესებულებისა და ამბულატორიის მოსარგებლეებისთვის " - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031