გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას

4-07-2018

"ვერ დავუშვებთ ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას. მათი დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება, არაფერს ვამბობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე“ - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

დედაქალაქის მერმა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ღია კაფე-ბარების მესაკუთრეებთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რათა მათ დოკუმენტაცია მოაწესრიგონ. 

კახა კალაძის თქმით, დაინტერესებულმა პირებმა ნებართვებისთვის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართონ. 

„ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა იქნება, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930