გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსეი გონჩარენკო: თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, უკრაინა მზად არის თავისი შეიარაღებული ძალებით ადგილზე იმოქმედოს

1-08-2022

ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, სერბეთის მიერ კოსოვოში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინა კოსოვოს სამხედრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი Twitter-ზე წერს.


„თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, კოსოვარები უნდა დავიცვათ. უკრაინა მზად არის თავისი შეიარაღებული ძალებით ადგილზე იმოქმედოს. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს. ზედმიწევნით პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი ევროპაში პუტინის ტროას ცხენია. ომი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას საშინელებაა“, - წერს გონჩარენკო.


მედიის ცნობით, კოსოვოს ჩრდილოეთით სროლისა და საჰაერო განგაშის ხმა ისმის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31