გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაც ნაკლებად აყვებიან, ეს პარტიები, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, მით უკეთესი იქნება მათთვის - ირაკლი კობახიძე ,,გირჩის’’ და ,,მოქალაქეების’’ ინიციატივაზე

5-08-2022

,,ისინი არიან პრაქტიკულად, აყოლილი იმ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რაიმე ფორმით ჩართული პოლიტიკურ პროცესებში,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, პარტია ,,გირჩის’’ და ,,მოქალაქეების’’ ინიციატივაზე ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების და სააკაშვილის წასვლის შესახებ.


როგორც კობახიძემ აღნიშნა, ,,გირჩი’’ და ,,მოქალაქეები’’ ამ ინიციატივით აკეთებენ მინიშნებას, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ.

,,პრაქტიკულად, მინიშნებას აკეთებენ ამ განცხადებით. ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი. რაც ნაკლებად აყვებიან, ეს პარტიები, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, მით უკეთესი იქნება მათთვის. სადამდე მიიყვანა საკუთარმა დღის წესრიგმა რადიკალური პარტიები, ყველა ხედავს,’’- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930