გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე: ფაქტიურად გააჟღერა ყველაფერი ის, რაზეც დილიდან ვმსჯელობთ - ანუ გეგმა არსებობს, ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო

5-08-2022

მისი ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსის შესახებ.

 

“ირაკლი ოქრუაშვილი: "ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი "დუხი" აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარ-მასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა ..." არ დავუწყებ, თავმოყვარეობის გამო. ფაქტიურად გააჟღერა ყველაფერი ის, რაზეც დილიდან ვმსჯელობთ - ანუ გეგმა არსებობს, ჩვენი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო. რამე დამატებით მტკიცებულებებს ველოდებით? კვლავ ორი ტრუპია საჭირო? იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყოფილი "პოლიტპატიმრის" მოწოდებით, კონკრეტული დანაშაულის ჩადენისაკენ ბიძგით, მზა სცენარის გახმაურებისათვის. თუ მისი ეს ფბ-პოსტი არ შეიცავს კანონგარეშე საფრთხეებს და კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს?”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031