გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტიქიას ჭუბერში მსხვერპლი არ მოჰყოლია

5-07-2018

მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ჭუბერში სტიქიას მსხვერპლი არ ჰყავს.

მისივე თქმით, აღნიშნულზე ყველა შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს.

 

„მდინარე გადასულია თავის კალაპოტიდან და მოსახლეობას უქმნის საფრთხეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. იმიტომ რომ დღის მონაკვეთში მოხდა ეს ყველაფერი. დილის 8 საათზე დაიწყო წვიმა, დაახლოებით ნახევარ საათიანი იყო.  ჭუბერის ერთ-ერთი შენაკადის დაგუბება მოხდა, წამოიღო დიდი ოდენობით ნაშალი ხე. დაახლოებით 12-დან 1 საათამდე მოხდა ეს დაგუბება, შემდეგ გაარღვია და მოხდა მდინარის კალაპოტიდან გადასვლა

ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია“- განაცხადა გამგებელმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში, იქ, სადაც ნენსკრა ჰესის მშენებლობა მიმდინარეობდა, მთა ჩამოიშალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930