გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე ჭუბერში ვითარებას ადგილზე გაეცნობა

6-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაემგზავრა.  პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს მოინახულებს და ვითარებას  ადგილზე გაეცნობა.

ამასთან, სოფელ ჭუბერში მუშაობს საგანგებო შტაბი. სტიქიის ზონაში იმყოფებიან როგორც მხარის რწმუნებული, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  ამ დროისათვის სტიქიის ზონაში კვლავ მძიმე ტექნიკა მუშაობს, რათა მდინარე ნესკრა ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.

სინოპტიკოსების ვარაუდით, დაახლოებით 17:00 საათისთვის სვანეთში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რის გამოც, შესაძლებელია ჭუბერის მოსახლეობის ევაკუაციაც გახდეს საჭირო.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930