გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ადრეული გაფრთხილების სადგურების მოწყობა იგეგმება

6-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ნენსკრას მსგავს მდინარეებთან ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემები არსებობდეს.
მისივე თქმით, მსგავსი სადგურები პრევენციისთვისაა აუცილებელი.
ამის შესახებ დავითაშვილმა ჭუბერში, სტიქიის ადგილას განაცხადა. 
„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებთან, როგორიცაა ნენსკრა, ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა და ამ სისტემების ჩამოყალიბებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახდენს. წელს იწყება და ორ-სამ წლიან პერსპექტივაში საქართველო მთლიანად იქნება დაფარული სწრაფი შეტყობინების სადგურებით, რაც ბევრ ინფორმაციას მოგვცემს და პრევენციისთვის იქნება აუცილებელი“- განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში მთა გუშინ ჩამოიშალა. მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიის შედეგად განადგურდა ხიდები და გზები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031