გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

16-08-2022

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადრენაჟე სისტემის აღგენით სამუშაოებს ატარებს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 25 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება, ეწყობა მილხიდები. 


საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე   მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


თენგიზ ნასარიძის განცხადებით, ჩატარებული სამუშაოებიარხის გამტარუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. შედეგად, სოფელ შრომაში 170 ჰექტარი მიწის ფართობი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას შეიძენს, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების შესაძლებლობას აჩენს.  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31