გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს, ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი

16-08-2022

დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
 
მთავრობის მეთაური სომეხ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
 
„დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამბის გამო. ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი",- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031