გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ლუდის კომპანია“ Art-გენი 2018-ის მხარდამჭერია

6-07-2018

სს „ქართული ლუდის კომპანია“ Art-გენი 2018-ის ოფიციალური მხარდამჭერია. Art-გენი 2018-ი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 8-დან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მთელი ამ ხნის განმავლობაში მსმენელის განწყობაზე მუსიკასთან ერთად ქართული ლუდიც იზრუნებს.
„ქართული ლუდის კომპანიისათვის“ ეროვნული ტრადიციები მნიშვნელოვანია.
Art - გენი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვან არტისტებს თავიანთი შემოქმედება წარუდგინონ ფართო აუდიტორიას, ჩვენ კი ყოველთვის მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ქართულ წამოწყებას. 
ფესტივალის განმავლობაში, სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ყველა სახეობის ლუდი და ისიამოვნონ ქართული გენის ნამდვილი დღესასწაულით. - აცხადებს კომპანია ,,ზედაზენის’’ მარკეტინგის მენეჯერი შალვა ჩოჩელი.
Art-გენი წელს ფესტივალის სტუმრებს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს, მათ შორის იქნება, ჰიპ-ჰოპის დღე. ერთი კვირის მანძილზე, დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. ტრადიციულად მოეწყობა ჰამაკების და პუფების ზონა, ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის სივრცეები. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930