18-08-2022
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ. მათ გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
დღესვე სერჟანტთა აკადემიის სახელით გიორგი ანწუხელიძის საფლავზე მემორიალური ქვა დაიდგა. IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, ეროვნული გმირის ოჯახს სიმბოლური საჩუქარი - IV ქვეითი ბრიგადის საპატიო დაფა წარწერით „მადლობა თქვენი სამსახურისა და გაწეული ღვაწლისთვის“ გადასცეს.
უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||