გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი გაზიანთეფში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

21-08-2022

ამ რთულ დროს საქართველო დგას თურქი ძმების და დების გვერდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, "ტვიტერზე" წერს.


მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს გაზიანთეფში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.


"დიდად დამამწუხრა გაზიანთეფის გზატკეცილზე მომხდარი ტრაგიკული ავარიის შესახებ ამბავმა.


ყველაზე გულწრფელ  მწუხარებას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ამ რთულ დროს საქართველო დგას თურქი ძმების და დების გვერდით", აღნიშნავს პრემიერი. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930