გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფერმწერ არსაკ ფეტვაჯიანის ნამუშევარს - ,, ქ.ბათუმის პირველი თავი, ლუკა ასათიანი“, რესტავრაცია ჩაუტარდა

23-08-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორიაში ფერმწერ არსაკ ფეტვაჯიანის ნამუშევრის ,, ქ.ბათუმის პირველი თავი, ლუკა ასათიანი“-ს პორტრეტის რესტავრაცია განხორციელდა.


რესტავრაციის პროცესში მოხდა ტილოს გვერდების დუბლირება, დაკარგული გრუნტის აღდგენა, ფერწერული ფენის გამაგრება, გაწმენდა, რეტუში.


საბოლოოდ ტილო დაიფარა სპეციალური ლაქის დამცავი ფენით. ფერწერული ტილო დაცულია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930