გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: პრევენციისთვის უკეთესი იქნება საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღება, რათა ვერავინ გაბედოს ცრუ და მიზანმიმართული ფეიკ-კამპანიების წარმოება

1-09-2022

„არავის აქვს უფლება და განსაკუთრებით ჟურნალისტის მანტიას ამოფარებულ სუბიექტებს, რომ ცილისწამება და უაპელაციო ბრალდებები აჟღერონ, დაადანაშაულონ ადამიანები და თან პასუხი არავინ მოსთხოვოს“- ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც კახა კალაძის მიერ სასამართლო დავის დაწყებას ეხმიანება.

 

მისივე თქმით უკეთესი იქნება ასეთი ფაქტების პრევენციისათვის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღება, რათა ვერავინ გაბედოს ცრუ და მიზანმიმართული ფეიკ-კამპანიების წარმოება.

 

„ძალიან სწორი მიდგომაა!!! არავის აქვს უფლება და განსაკუთრებით ჟურნალისტის მანტიას ამოფარებულ სუბიექტებს, რომ ცილისწამება და უაპელაციო ბრალდებები აჟღერონ, დაადანაშაულონ ადამიანები და თან პასუხი არავინ მოსთხოვოს... უფრო უკეთესი იქნება ასეთი ფაქტების პრევენციისათვის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღება, რათა ვერავინ გაბედოს ცრუ და მიზანმიმართული ფეიკ-კამპანიების წარმოება“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930