გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს

2-09-2022

ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სახელმწიფოს ჰყავს აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია.


"მას შემდეგ, რაც ზოგადად დედამიწაზე გაჩნდა ადამიანი, ჩამოყალიბდა, შეიქმნა დიდი სახელმწიფოები, მას შემდეგ, ყველა სახელმწიფოს, მოგეხსენებათ კარგად, იცით ჩვენი ქვეყნის ისტორია, სხვების ისტორიაც, რომ ყველა ერს და სახელმწიფოს, მათ შორის დიდ სახელმწიფოებს ჰყავთ თავისი აგენტებიც, მოღალატეებიც და გამყიდველებიც. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და ჩვენ ძალიან არ უნდა გავერთოთ ასეთი საკითხებით. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს. აი, ეს არის ჩემი პასუხი",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031